დღეიდან აცრაზე რეგისტრაცია იუსტიციის სახლში მისვლით ან დარეკვითაც გახდა შესაძლებელი
20/08/2021 07:18:41 საზოგადოება
დღეიდან კორონავირუსის წინააღმდეგ აცრაზე რეგისტრაციას მოქალაქეები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც შეძლებენ.
ვაქცინაციაზე დარეგისტრირების მსურველები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა ეწვიონ ან დარეკონ სატელეფონო ცენტრში – 2 405 405.
სერვისით სარგებლობა იუსტიციის სახლებში ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი. მომხმარებლები ვაქცინაციაზე ახლობლებისა და ოჯახის წევრების დარეგისტრირებასაც შეძლებენ.
სერვისი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 18:00 საათამდე იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი;
შაბათს და კვირას კი ვაქცინაციაზე რეგისტრაციის მსურველებს 10:00-დან 17:00-საათამდე თბილისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მოემსახურებათ.


