20 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი
20/08/2021 07:10:43 საზოგადოება
20 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 907 665 აცრა ჩატარდა. დღიურად აცრილია 23 986 პირი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 743 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 3 393 პირი გამოჯანმრთელდა, 59 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 506 040 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 440 370 პირი გამოჯანმრთელდა, 6 649 პაციენტი გარდაიცვალა.


