4 743 ახალი შემთხვევა – თბილისი და 8 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირება ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა
20/08/2021 07:01:40 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 743 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 3 393 პირი გამოჯანმრთელდა, 59 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 46 389 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29 181, „პისიარ“ ტესტით – 17 208.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,22%, ბოლო 14 დღის – 10,86%, ბოლო შვიდი დღის – 10,98%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 743 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 860 შემთხვევა,
- აჭარა - 677, იმერეთი - 573,
- ქვემო ქართლი - 277,
- შიდა ქართლი - 304,
- გურია - 120,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 297,
- კახეთი - 386,
- მცხეთა-მთიანეთი - 113,
- სამცხე-ჯავახეთი - 98,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 38.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 58 995 საიდანაც: 7 238 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 188, აჭარაში - 951, იმერეთში - 1 045. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 477 პირი, მათ შორის, თბილისში - 617, აჭარაში - 145, იმერეთში - 334. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 335 პირი, მათგან თბილისში - 206, აჭარაში - 26, იმერეთში - 20. 3 458 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 649 - თბილისში, 1 333 - აჭარაში. 48 299 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 77 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 72, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 19 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 070 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 933 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28 332, პირი, აჭარაში - 8 203, იმერეთში - 5 126.
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 506 040 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 440 370 პირი გამოჯანმრთელდა, 6 649 პაციენტი გარდაიცვალა.
- სულ აცრილია 907 665 ადამიანი, დღიურად აცრილია 23 986.


