საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა 40%-მდე უკვე აცრილია
20/08/2021 06:18:01 საზოგადოება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა 40%-მდე უკვე აცრილია.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, იმუნიზაციის პროცესის გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.


