Accentnews.ge
ავღანეთში ბრიტანეთის ელჩმა ევაკუაციაზე უარი განაცხადა

ავღანეთში ბრიტანეთის ელჩმა ევაკუაციაზე უარი განაცხადა

19/08/2021 20:38:29 საზოგადოება

ავღანეთში ბრიტანეთის ელჩმა სერ ლორი ბრისტოუმ ევაკუაციაზე უარი განაცხადა და ქაბულის აეროპორტში დარჩა.

ის აეროპორტში პირადად ზედამხედველობს როგორც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციას, ასევე ასობით და ათასობით ავღანელისთვის ბრიტანეთის ვიზის გაცემის პროცესს.

16 აგვისტოს "თალიბანმა" ქაბული აიღო. დაჯგუფებამ ქვეყნის ქალაქების უმეტესობა უბრძოლველად დაიკავა. ამ დროისთვის იგი ავღანეთს თითქმის სრულად აკონტროლებს. დედაქალაქის აეროპორტს ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი მიაწყდა. პარალელურად, აშშ და დასავლეთის რიგი ქვეყნები ქაბულში საელჩოებს ხურავენ და პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S