ხვალიდან ევროკავშირი უკრაინის, თურქეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის კოვიდ–სერტიფიკატებს სცნობს
19/08/2021 13:55:49 მსოფლიო
ევროკავშირი ხვალიდან უკრაინის, თურქეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ე.წ. კოვიდსერტიფიკატებს ცნობს. ამის შესახებ ევროკომისიაში აცხადებენ.
"აღნიშნული ქვეყნები დაუკავშირდებიან ევროკავშირის სისტემას და ამ სახელმწიფოების გაცემული კოვიდსერტიფიკატები ხვალიდან იმავე პირობებით მიიღება ევროკავშირში, როგორც ეს ევროგაერთიანების ციფრული ე.წ. კოვიდსერტიფიკატია“, – ნათქვამია ევროკომისიის ინფორმაციაში.


