იმნაძის განცხადებით, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ერთი ადამიანის 3–ჯერ კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა
19/08/2021 13:08:27 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ერთი ადამიანის 3–ჯერ კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ამის შესახებ მან "აქცენტს" განუცხადა.
"მსგავსი შემთხვევა არ გამოვლენილა", –აცხადებს იმნაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს "პირველმა არხმა" თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტ რევაზ მეჭურჭლიშვილზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოში „კოვიდ-19“-ით სამჯერ ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა.


