ლარი გაუფასურების ტენდენციას დაუბრუნდა
19/08/2021 13:05:13 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1323 ლარი ეღირება, ევრო – 3.6623 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2891 ლარი.
დღეს კი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1283 ლარი ღირდა, ევრო – 3.6715 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.3212 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 20 აგვისტოს ამოქმედდება.


