
რუსეთმა საქართველოს მოქალაქე "რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის უკანონო კვეთისთვის" გაასამართლა
19/08/2021 11:32:01 კონფლიქტები, სამართალი
რუსეთში საქართველოს მოქალაქე "რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის უკანონო კვეთისთვის" გაასამართლეს.
სოჭის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულს ამ ბრალდებით 200 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა მიუსაჯა.
როგორც რუსეთის უშიშროების სამსახურის კრასნოდარის სამხარეო სასაზღვრო სამმართველო იუწყება, მამაკაცი, რომლის ვინაობა არ კონკრეტდება, "ადლერის" საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, შესაბამისი საბუთების გარეშე რუსეთ-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის ფეხით კვეთას ცდილობდა".
საქართველოს მოქალაქე რუსმა მესაზღვრეებმა დასახლებულ პუნქტ ვესიოლოიეში დააკავეს.