თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი აცხადებს, რომ დაფიქსირდა ერთი ადამიანის სამჯერ კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა
19/08/2021 10:27:55 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი რევაზ მეჭურჭლიშვილი აცხადებს, რომ დაფიქსირდა ერთი ადამიანის სამჯერ კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა.
როგორც ინფექციონისტმა "პირველ არხთან" საუბრისას აღნიშნა, მისთვის უცნობია, ქვეყნის მასშტაბით რამდენი ასეთი შემთხვევაა, მის პრაქტიკაში კი ერთი ასეთი ფაქტი უკვე იყო.
რევაზ მეჭურჭლიშვილის თქმით, რეინფიცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ინფექციის ერთხელ გადატანის შემდეგ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ინფექციისგან დაცულები არიან ან მსუბუქად გადაიტანენ, რაც ასე არ არის.
საკითხის გარკვევა "აქცენტმა" საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სცადა. როგორც "აქცენტს" უწყების დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ერთი ადამიანის 3–ჯერ კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.


