Accentnews.ge
"თუ სასულიერო პირები ანტივაქსერულ მოძრაობაში მონაწილეობენ, ეს გამართლებულად არ მიმაჩნია"

"თუ სასულიერო პირები ანტივაქსერულ მოძრაობაში მონაწილეობენ, ეს გამართლებულად არ მიმაჩნია"

19/08/2021 10:20:34 საზოგადოება

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი აცხადებს, რომ ვაქცინაციის დემონიზაცია მიუღებელია.

მისი თქმით, იგი ვერ მისცემს თავს უფლებას, ვინმეს მოუწოდოს აცრისკენ, ან თავშეკავებისკენ. როგორც მეუფე აცხადებს, "ეს არის სამედიცინო შინაარსის თემა".

„წმინდა სინოდის სხდომაზე ვთქვით, რომ ამას ზიარებასთან კავშირი არ ექნება. ეს თითოეულმა მოქალაქემ პირადად უნდა გადაწყვიტოს ექიმებთან კონსულტაციის შედეგად. ეს სამედიცინო შინაარსის თემაა. არც აცრაა სავალდებულო, არ შეიძლება ძალდატანება. მეორე მხრივ, მიმაჩნია, რომ ვაქცინაციის დემონიზაცია არის სრულებით მიუღებელი და ყველა მცდელობა, რომ ვაქცინაში ეშმაკისეული რაღაც ჩავტენოთ, შინაარსიანი არ არის. პირადად მე, კონსულტაცია გავიარე ექიმთან და მან აცრა არ მირჩია. აცრისაკენ მოწოდებას სამედიცინო განათლება სჭირდება, რომელიც მე არ გამაჩნია. ამიტომ, ჩემს თავს უფლებას ვერ მივცემ, ვინმეს აცრისკენ ან თავშეკავებისკენ მოვუწოდო. ეკლესია ყოველთვის კომპეტენტური უნდა იყოს თავის სფეროში. ეს რომ საღვთისმეტყველო საკითხი ყოფილიყო, მაშინ მოწოდებას აუცილებლად გავაკეთებდით“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, როგორც იგი აცხადებს, მცდარია მოსაზრება, რომ მრევლი ვაქცინაციისთვის სასულიერო პირების მოწოდებას ელოდება.

„ძალიან დიდი შეცდომაა ის, რომ მოსახლეობა, თუ მრევლი ჩვენ მოწოდებას ელოდება - ტყუილია!,-აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი და დასძენს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა რეკომენდირებული არ არის, თუმცა, „თუ ვინმეს გამხნევებისთვის საჭირო იქნება" მზად, არის აიცრას.

რაც შეეხება რეგულაციების დაცვის საკითხს, როგორც მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, საპატრიარქომ ამასთან დაკავშირებით მკაცრი განცხადება გააკეთა და თავადაც ყველას მოუწოდებს, რომ წესები დაიცვან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S