Accentnews.ge
ხვალ თბილისში 4 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება

ხვალ თბილისში 4 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება

19/08/2021 10:03:45 საზოგადოება

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გლდანის რაიონში, ერთ-ერთი სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში აუცილებელია „თბილისი ენერჯის“ კუთვნილი გაზსადენის რეკონსტრუქცია.

მისივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობისას ხვალ, 20 აგვისტოს 10:00-დან საღამოს 17:00 საათამდე გაზმომარაგება დროებით შეუწყდება 4 000-მდე აბონენტს.

„კერძოდ, გლდანის VII მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, მიმდებარედ – ხიზანიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს და მცირე კომერციულ ობიექტებს.

გაზმომარაგება სრულად აღდგება 22:00 სთ-მდე. „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ, ყოველთვის დაიცვათ გაზის მოხმარების უსაფრთხოების ზომები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S