Accentnews.ge
საქსტატი – უმუშევრობის დონე კიდევ გაიზარდა და 22.1%-ს მიაღწია

საქსტატი – უმუშევრობის დონე კიდევ გაიზარდა და 22.1%-ს მიაღწია

19/08/2021 09:14:08 ეკონომიკა

2021 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტით გაიზარდა და 22.1 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) ავრცელებს.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მე-2 კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.4 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით და 40.1 პროცენტს შეადგენს.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 1.0 პროცენტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.3 პროცენტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.5 პროცენტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.7 პროცენტით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S