Accentnews.ge
რომელმა ქვეყანამ რამდენი ადამიანი გაიყვანა ამ დროისთვის ავღანეთიდან

რომელმა ქვეყანამ რამდენი ადამიანი გაიყვანა ამ დროისთვის ავღანეთიდან

19/08/2021 08:50:41 მსოფლიო

აშშ და დასავლეთის რიგი ქვეყნები ავღანეთიდან თანამოქალაქეებისა და მათთან დასაქმებული ავღანელების ევაკუაციას აგრძელებენ. ქაბულის აეროპორტი ამ დრომდე ამერიკული კონტინგენტის კონტროლის ქვეშ რჩება, თუმცა აეროპორტამდე მისასვლელ გზებს „თალიბანი“ აკონტროლებს.

რომელმა ქვეყანამ რამდენი ადამიანი გაიყვანა 16 აგვისტოდან დღემდე ავღანეთიდან:

  • აშშ: 5200 ადამიანი (მათ შორის არიან თუ არა ავღანელები უცნობია). ვაშინგტონის ცნობით, ამ დროისთვის ავღანეთში რჩება 22 000 ავღანელი პერსონალი და ამერიკის 15 000 მოქალაქე.
  • გაერთიანებული სამეფო: 1200 პირი, მათ შორის რამდენიმე ავღანელი. გაერთიანებული სამეფო გეგმავს, ყოველდღიურად 1000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელოს.
  • გერმანია: 900 ადამიანი, მათ შორის 100 ავღანელი.
  • საფრანგეთი: 209 ადამიანი, მათ შორის 184 ავღანელი.
  • ესპანეთი: 53 ადამიანი (მათ შორის არიან თუ არა ავღანელები უცნობია).
  • ნიდერლანდები: ნიდერლანდების 35 მოქალაქე. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, იგეგმება 1000 ავღანელისა და მათი ოჯახების ევაკუაცია.
  • დანია: 84 ადამიანი (მათ შორის არიან თუ არა ავღანელები უცნობია).
  • უნგრეთი: 26 თანამოქალაქე.
  • პოლონეთი: 50 ადამიანი (მათ შორის არიან თუ არა ავღანელები უცნობია).
  • ჩეხეთი: 46 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ავღანელი.
  • იაპონია: საელჩოს 12 თანამშრომელი.
  • ავსტრალია: 26 ადამიანი, მათ შორის ავღანელები. ავსტრალიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, დაეხმარონ ყველა ავღანელს, ვინც მათი პერსონალია.
  • ინდოეთი: 170 ადამიანი (მათ შორის არიან თუ არა ავღანელები უცნობია).
  • თურქეთი: 552 თანამოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ ქაბულში მყოფი 22 ქართველიდან ამ დროისთვის სამშობლოში 6 პირის დაბრუნება მოხერხდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოყვანილი მოქალაქეები ავღანეთში კერძო კონტრაქტით იმყოფებოდნენ და ამერიკულ კომპანიაში მუშაობდნენ. ისინი სამშობლოში უნგრული ბორტით ჩამოვიდნენ.

საგარეო უწყების ცნობით, სხვა მოქალაქეების გამოყვანაზე მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, მთავარ პრობლემად მათი აეროპორტამდე მიყვანა რჩება. როდის დაბრუნდებიან საქართველოს დანარჩენი მოქალაქეები ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S