ქაბულის აეროპორტში არეულობის შედეგად, სულ მცირე,12 ადამიანი დაიღუპა
19/08/2021 08:22:34 მსოფლიო
ქაბულის აეროპორტში არეულობის შედეგად,სულ მცირე,12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „თალიბანის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა.
მისივე ცნობით, გარდაცვალების მიზეზი სროლა ან ჭყლეტვა გახდა. „თალიბანის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აეროპორტთან შეკრებილ ავღანელებს, რომელსაც სამოგზაურო ნებართვა არ გააჩნიათ, სახლებში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
როგორც მაღალჩინოსანი აცხადებს, „თალიბანს“ არ სურს აეროპორტთან ვინმეს ზიანი მიაყენოს.
აღსანიშნავია, რომ ქაბულის აეროპორტი ამ დრომდე ამერიკული კონტინგენტის კონტროლის ქვეშ რჩება, თუმცა, აეროპორტამდე მისასვლელ გზებს „თალიბანი“ აკონტროლებს.
16 აგვისტოს "თალიბანმა" ქაბული აიღო. დაჯგუფებამ ქვეყნის ქალაქების უმეტესობა უბრძოლველად დაიკავა. ამ დროისთვის იგი ავღანეთს თითქმის სრულად აკონტროლებს. დედაქალაქის აეროპორტს ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი მიაწყდა. პარალელურად, აშშ და დასავლეთის რიგი ქვეყნები ქაბულში საელჩოებს ხურავენ და პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ.


