4 921 ახალი შემთხვევა – თბილისი და 9 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირება ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა
19/08/2021 06:55:24 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 921 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 4471 პირი გამოჯანმრთელდა, 58 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 49 468 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29 152, „პისიარ“ ტესტით – 20 316.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,95%, ბოლო 14 დღის – 10,78%, ბოლო შვიდი დღის – 11,01%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 921 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 948 შემთხვევა,
- აჭარა - 739,
- იმერეთი - 626,
- ქვემო ქართლი - 254,
- შიდა ქართლი - 257,
- გურია - 135,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 276,
- კახეთი - 386,
- მცხეთა-მთიანეთი - 116,
- სამცხე-ჯავახეთი - 147,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 704 საიდანაც: 7 133 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 153, აჭარაში - 949, იმერეთში - 1 036. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 482 პირი, მათ შორის, თბილისში - 625, აჭარაში - 146, იმერეთში - 335. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 320 პირი, მათგან თბილისში - 200, აჭარაში - 23, იმერეთში - 19. 3 555 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 737 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 47 016 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 79 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 18 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 063 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 448 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 27 989, პირი, აჭარაში - 7 875, იმერეთში - 5 115.
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 501 297 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 436 977 პირი გამოჯანმრთელდა, 6 590 პაციენტი გარდაიცვალა.
- სულ აცრილია 883 570 ადამიანი, დღიურად აცრილია 26 363.


