19 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 258 303 ადამიანი
19/08/2021 06:48:16 საზოგადოება
19 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 883 570 აცრა ჩატარდა. დღიურად აცრილია 26 363 პირი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 258 303 ადამიანი.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 921 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 4471 პირი გამოჯანმრთელდა, 58 პაციენტი გარდაიცვალა.
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 501 297 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 436 977 პირი გამოჯანმრთელდა, 6 590 პაციენტი გარდაიცვალა.
- სულ აცრილია 883 570 ადამიანი, დღიურად აცრილია 26 363.


