აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსი – ავღანეთის უსაფრთხოების ძალებზე: "არასდროს მინახავს, რომ ამ სიდიდის არმია 11 დღეში ჩამოშლილიყო"
18/08/2021 21:18:22 მსოფლიო
"არასდროს მინახავს, რომ ამ სიდიდის არმია 11 დღეში ჩამოშლილიყო", – ამის შესახებ აშშ–ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალმა მარკ მილიმ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ავღანეთის არმიას ჰქონდა გავლილი წვრთნები და ჰქონდა შესაძლებლობა, დაეცვა ქვეყანა, თუმცა მათ ამისათვის „ნება და ლიდერობა“ არ გამოიჩინეს.
„არც მე და არც სხვა ვინმეს, არასდროს უნახავს, რომ ამ სიდიდის არმია 11 დღეში ჩამოშლილიყო“, – დასძინა ამერიკელმა გენერალმა.
ცნობისთვის: 16 აგვისტოს "თალიბანმა" ქაბული აიღო. დაჯგუფებამ ქვეყნის ქალაქების უმეტესობა უბრძოლველად დაიკავა. ამ დროისთვის იგი ავღანეთს თითქმის სრულად აკონტროლებს. დედაქალაქის აეროპორტს ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი მიაწყდა. პარალელურად, აშშ და დასავლეთის რიგი ქვეყნები ქაბულში საელჩოებს ხურავენ და პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ.


