აშშ–ის თავდაცვის მდივანი: "ვიცნობ ავღანელ ხალხს, ამ ომში მეც ვიბრძოდი და ჩვენი მორალური ვალდებულებაა, დავეხმაროთ მათ, ვინც ჩვენ დაგვეხმარა"
18/08/2021 20:40:16 მსოფლიო
აშშ–ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, რომელიც ავღანეთის ომის ვეტერანია, აცხადებს, რომ "შეერთებული შტატების მორალური ვალდებულებაა, დაეხმაროს მათ, ვინც აშშ–ს ეხმარებოდა".
"ეს არის ომი რომელშიც მე ვიბრძოდი და ვხელმძღვანელობდი. მე ვიცნობ ქვეყანას, ხალხს და მე ვიცნობ მათ, ვინც ჩემ გვერდით იბრძოდა. ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულება, დავეხმაროთ მათ, ვინც აშშ–ს ეხმარებოდა", – განაცხადა ოსტინმა.
ამასთან, მან ავღანეთის ომის ვეტერანებსა და მათ ოჯახებს მიმართა:
"ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სამსახურს, თქვენ მიერ გაღებულ მსხვერპლს და ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ".


