Accentnews.ge
ქაბულში აშშ–ის საელჩო – ავღანეთში მყოფ ამერიკელებს: ”შეერთებული შტატების მთავრობას არ შეუძლია, უზრუნველყოს აეროპორტში თქვენი უსაფრთხო მიყვანა"

ქაბულში აშშ–ის საელჩო – ავღანეთში მყოფ ამერიკელებს: ”შეერთებული შტატების მთავრობას არ შეუძლია, უზრუნველყოს აეროპორტში თქვენი უსაფრთხო მიყვანა"

18/08/2021 19:46:30 მსოფლიო

ქაბულში აშშ–ის საელჩო გაფრთხილებას ავრცელებს ამერიკის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ დროისთვის ავღანეთში იმყოფებიან და ქვეყნის დატოვება სურთ.

"შეერთებული შტატების მთავრობას არ შეუძლია, უზრუნველყოს უსაფრთხო გადაყვანა ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტში", – ნათქვამია საელჩოს გაფრთხლებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

ამასთან, როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საევაკუაციო ფრენებზე ადგილი ხელმისაწვდომი იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც აეროპორტში პირველები მივლენ და პირველები გაივლიან შესაბამის პროცედურებს.

გარდა ამისა, გაფრთხილებაში ნათქვამია შემდეგი:

  • "აშშ მოქალაქეებმა, LPR– ებმა ("მწვანე ბარათის" მფლობელებმა) და მათმა მეუღლეებმა და დაუქორწინებელმა მოზარდებმა (21 წლამდე) ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტში გამგზავრების საკითხი უნდა განიხილონ. [...] აეროპორტში მისვლისას შესაძლოა, მოგიწიოთ დიდი ხნით ლოდინი მანამ, ვიდრე არ იქნება ადგილი".

ცნობისთვის: გუშინ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი აცხადებდა, რომ "თალიბანმა" აიღო ვალდებულება, დაუშვას მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხო მისვლა აეროპორტში.

16 აგვისტოს "თალიბანმა" ქაბული აიღო. ამ დროისთვის იგი ავღანეთს თითქმის სრულად აკონტროლებს. დედაქალაქის აეროპორტს ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი მიაწყდა. პარალელურად, აშშ და დასავლეთის რიგი ქვეყნები ქაბულში საელჩოებს ხურავენ და პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S