Accentnews.ge
აშშ ქაბულში ჯონ ბასს აგზავნის

აშშ ქაბულში ჯონ ბასს აგზავნის

18/08/2021 17:23:53 მსოფლიო

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქაბულში ევაკუაციის "ლოჯისტიკური გამოცდილების" გამოყენების მიზნით ამერიკელ დიპლომატს ჯონ ბასს აგზავნის.

"ელჩი ჯონ ბასი – გამოცდილი დიპლომატი და ყოფილი ელჩი ავღანეთში, თურქეთსა და საქართველოში, მიემგზავრება ქაბულში იმისთვის, რომ ლოჯისტიკური კოორდინაციასა და საკონსულო ძალისხმევას უხელმძღვანელოს", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ცნობისთვის: 16 აგვისტოს "თალიბანმა" ქაბული აიღო. ამ დროისთვის იგი ავღანეთს თითქმის სრულად აკონტროლებს. დედაქალაქის აეროპორტს ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი მიაწყდა. პარალელურად, აშშ და დასავლეთის რიგი ქვეყნები ქაბულში საელჩოებს ხურავენ და პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S