Accentnews.ge
აშშ მოქალაქეებს ვაქცინების "ბუსტერ" დოზას სექტემბრიდან შესთავაზებს

აშშ მოქალაქეებს ვაქცინების "ბუსტერ" დოზას სექტემბრიდან შესთავაზებს

18/08/2021 17:01:59 მსოფლიო

აშშ-ის ხელისუფლება გეგმავს, 20 სექტემბრიდან კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზა ყველა ამერიკელისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი გახადოს.

შეერთებული შტატების ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, თავდაპირველად მესამე დოზა ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებზე, მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებსა და ასაკოვან ადამიანებზე გაიცემა.

ქვეყანა იმ მოქალაქეებს შესთავაზებს ე.წ. ბუსტერ დოზას, რომლებიც "ფაიზერის" ან "მოდერნას" ვაქცინებით 8 თვის წინ აიცრნენ.

როგორც ამერიკელი სპეციალისტები აცხადებენ, კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ დაცვა დროთა განმავლობაში კლებას იწყებს, შესაბამისად, გამაძლიერებელი დოზა საჭირო იქნება ვაქცინის ეფექტიანობის გახანგრძლივების მიზნით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S