ჯანმო: ვაქცინაცია COVID-ის ინდური შტამის დროს სიკვდილისგან იცავს
18/08/2021 16:57:31 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფიო ორგანიზაციის განცხადებით, COVID-19-ის ინდური (დელტა) შტამის შემთხვევაში ვაქცინაცია ინფიცირებულს დაავადების მძიმე მიმდინარეობისა და სიკვდილისგან იცავს.
«სტატისტიკას თუ გადავხედავთ (ის კი სადღეისოდ ძალიან გვაშფოთებს, განსაკუთრებით - სიკვდილიანობისა და დაავადების მძიმე მიმდინაროების კუთხით), სრულიად ცალსახად შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ ვაქცინაცია მსგავსი შემთხვევების რაოდენობას ამცირებს. ეს განცხადება ძალაშია დელტა შტამთან მიმართებაშიც», - განაცხადა ორგანიზაციის მთავარმა სამეცნიერო თანამშრომელმა სუმია სვამინატანმა.
ამასთან, როგორც ჯანმო-ში აღნიშნავენ, დელტა შტამი უფრო გადამდებია, ვუჰანის თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით და უახლოეს თვეებში იგი დომინანტური გახდება მსოფლიოში, თუ ამასობაში უფრო კონკურენტული მუტირება არ გამოვლინდება.


