Accentnews.ge
თალიბები: ავღანეთში დემოკრატია არ იქნება

თალიბები: ავღანეთში დემოკრატია არ იქნება

18/08/2021 16:45:49 მსოფლიო

ავღანეთი დემოკრატიული სახელმწიფო არ იქნება, ქვეყნის მმართველობა ისლამის კანონებით განხორციელდება, ახალი ხელისუფლების უმაღლესი ლიდერი კი "თალიბანის" ხელმძღვნელი ჰაიბათულა აჰუნძადა იქნება, - განაცხადა დღეს დაჯგუფების წარმომადგენელმა ვაჰიდულა ჰაშიმიმ.

«არავითარი დემოკრატიული სისტემა არ იარსებებს, რადგან ამისათვის ჩვენს ქვეყანაში არავითარი საფუძველი არ არსებობს. ჩვენ არ შევალთ დისკუსიაში იმის შესახებ, რომელი პოლიტიკური სისტემა სჭირდება ავღანეთს, რადგან ამ კითხვაზე პასუხი ნათელია», — ციტირებს ჰაშიმის Reuters.

ცნობისთვის: როგორც დღეს გაირკვა, პრეზიდენტი აშრაფ განი, რომელიც ავღანეთს 2014 წლის 29 სექტემბრიდან 2021 წლის 15 აგვისტომდე მართავდა, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებშია გაქცეული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S