Accentnews.ge
მაკრონი: "ცეცხლი ამ ეტაპზე უკონტროლოა, უახლოესი საათები გადამწყვეტი იქნება"

მაკრონი: "ცეცხლი ამ ეტაპზე უკონტროლოა, უახლოესი საათები გადამწყვეტი იქნება"

18/08/2021 15:25:07 მსოფლიო

საფრანგეთში სამხრეთში, ვარის რეგიონში ტყის ხანძრები მძვინვარებს. კურორტ სენ-ტროპესთან მდებარე ტყეში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 24 პირი, მათ შორის 5 მეხანძრე.

ევაკუირებულია 7000–მდე მოქალაქე, მათ შორის ტურისტები.

ოფიციალური ინფორმაციით, სამი დღეა, რაც ქვეყანაში ხანძრები მძვინვარებს და უკვე განადგურებულია დაახლოებით 7000 ჰექტარის ფართობის ტყე. ამასთან, ცეცხლმა გადაწვა ვენახები და იმსხვერპლა გარეული ცხოველები.

"ტყის ხანძრების გასამკლავებლად სამუშაოები გრძელდება. ცეცხლი ამ ეტაპზე უკონტროლოა, უახლოესი საათები გადამწყვეტი იქნება", – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაზიანებული რეგიონის მონახულების შემდეგ.

ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია 1200 მეხანძრე და ავიაცია.

როგორც ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, ხანძრების ქრობის პროცესს ძლიერი ქარი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა ართულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S