Accentnews.ge
თვითმხილველები თალიბების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დახვრეტის შესახებ იუწყებიან

თვითმხილველები თალიბების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დახვრეტის შესახებ იუწყებიან

18/08/2021 15:15:15 მსოფლიო

თვითმხილველები თალიბების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დახვრეტის შესახებ იუწყებიან.

როგორც მათზე დაყრდნობით "Reuters" წერს, თალიბების მიერ ჯალალაბადში ავღანეთის ახალი რეჟიმის წინააღმდეგ გამართული აქციის მიმართ უხეში ძალისა და იარაღის გამოყენების შედეგად სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაიჭრა.

მისივე ინფორმაციით, ცეცხლი მაშინ გაიხსნა, როცა დემონსტრანტებმა თალიბების საწინააღმდეგო ლოზუნგების ფონზე საქალაქო მოედანზე ავღანეთის ეროვნული დროშის აღმართვა სცადეს.

გარდა ამისა, სოცქსელებში გავრცელებულ კადრებზე ჩანს, როგორ უტევენ თალიბები დემონსტრანტებს ხელკეტებით აქციის დასაშლელად.

ამასობაში ქაბულში თალიბები გამაფრთხილებელი სროლით აეროპორტის ტერიტორიიდან ადგილობრივთა მოშორებას ცდილობენ, - იუწყება CNN.

ეს ინფორმაციები ეწინააღმდეგება მანამდე თავად თალიბების მიერ გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ისინი მოწინააღმდეგეთა მიმართ შურისძიებისგან თავს შეიკავებდნენ და ადამიანის უფლებებს დაიცავდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S