ავღანეთის გაქცეული პრეზიდენტი გაერთიანებულ საემიროებში აღმოჩნდა
18/08/2021 14:32:32 მსოფლიო
არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ განი, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა, ამჟამად საემიროებში იმყოფება.
"შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ აშრაფ განი და მისი ოჯახი ჰუმანიტარულ საფუძველზე ჩვენს ქვეყანაში იმყოფება" - ნათქვამია საინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: 16 აგვისტოს "თალიბანმა" ქაბული აიღო. დაჯგუფებამ პრეზიდენტის სასახლეც დაიკავა. მანამდე, პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. დღემდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ იგი ტაჯიკეთში იყო.
"თალიბანი" ამ დროისთვის ავღანეთს თითქმის სრულად აკონტროლებს.


