Accentnews.ge
"სჯობს, ვინც რთველში ჩაერთვება, ყველა ორჯერადად აცრილი იყოს"

"სჯობს, ვინც რთველში ჩაერთვება, ყველა ორჯერადად აცრილი იყოს"

18/08/2021 12:46:15 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, "სჯობს, ვინც რთველში ჩაერთვება, ყველა ორჯერადად აცრილი იყოს".

"ჩვენი მოწოდებაა, რომ შემოდგომას შევხვდეთ უსაფრთხო სკოლებით, უსაფრთხო უნივერსიტეტებით. მასობრივი იქნება ასევე რთველი, ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება. მოვუწოდებ უნივერსიტეტის სტუდენტებს და ყველა პროფესორ-მასწავლებელს შემოდგომას ორჯერ აცრილები შევხვდეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ რთველის პერიოდში ყველა ადამიანი აცრილი იქნება, რადგან ამ დროს ინტენსიური მუშაობაა და ადამიანებს შორის ინტენსიური კონტაქტია. სჯობს რთველის დაწყებამდე, ვინც რთველში ჩაერთვება, ყველა ორჯერადად აცრილი იყოს", – განაცხადა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S