"ვფიქრობ, შემოდგომაზე ჩვენც დავიწყებთ 12 წელიწადს გადაცილებული მოზარდების აცრებს"
18/08/2021 11:56:11 საზოგადოება
"საქართველოში 12 წლის ასაკიდან მოზარდების ვაქცინაცია სავარაუდოდ, შემოდგომიდან დაიწყება", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან შესაბამის რეკომენდაციას ელოდება.
„ბევრმა ქვეყანამ თავისი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12 წლის ასაკიდან მოზარდებს, ძირითადად „ფაიზერით“ და „მოდერნათი“, რადგან კლინიკური კვლევები ამ ორ ვაქცინაზე ამ ასაკში დიდი ხანია, დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტურია. ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებებს. როგორც კი ეს რეკომენდაციები იქნება ძლიერი მარეგულირებლების მხრიდან, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, შემოდგომაზე ჩვენც დავიწყებთ ამ ასაკის პირების აცრებს,“ – განაცხადა გამყრელიძემ.


