Accentnews.ge
მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ–სა და გერმანიაში ავღანელი ხალხის მხარდასაჭერად აქციები იმართება

მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ–სა და გერმანიაში ავღანელი ხალხის მხარდასაჭერად აქციები იმართება

18/08/2021 10:54:44 მსოფლიო

მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში ავღანელი ხალხის მხარდასაჭერად აქციები იმართება.

აქციები ჩატარდა რამდენიმე სახელმწიფოში, მათ შორის აშშ–ში, გერმანიაში, შვეიცარიასა და ესპანეთში. დემონსტრანტები მთავრობებს სთხოვენ, უზრუნველყონ ავღანეთიდან იმ ავღანელთა უსაფრთხო ევაკუაცია, რომელთაც სურთ, "თალიბანის" მმართველობას დააღწიონ თავი.

ავღანელი ხალხის მხარდამჭერი აქცია კალიფორნიაში.

ავღანელი ხალხის მხარდამჭერი აქცია ბარსელონაში.

ცნობისთვის: 16 აგვისტოს "თალიბანმა" ქაბული აიღო. ქალაქის აეროპორტს ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი მიაწყდა. პარალელურად, აშშ და დასავლეთის რიგი ქვეყნები ქაბულში საელჩოებს ხურავენ და პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S