Accentnews.ge
მედია – თალიბები ქვეყნიდან გაქცევის მსურველ ავღანელებს აეროპორტთან სასტიკად გაუსწორდნენ (ფოტო +18)

მედია – თალიბები ქვეყნიდან გაქცევის მსურველ ავღანელებს აეროპორტთან სასტიკად გაუსწორდნენ (ფოტო +18)

18/08/2021 10:19:41 მსოფლიო

გაზეთ LA Times–ის ფოტოკორესპონდენტი შოკისმომგვრელ ფოტოებს აქვეყნებს. მისი თქმით, კადრებში თალიბების მიერ სასტიკად ნაცემი ავღანელებია ასახული.

როგორც მარკუს იამი ჰყვება, იგი ინციდენტს გუშინ ქაბულის აეროპორტთან თავად შეესწრო.

მისი თქმით, თალიბები ქვეყნიდან გაქცევის მსურველ ავღანელებს სასტიკად გაუსწორდნენ – იყო უმისამართო სროლები, ავღანელებს ჯოხებით, თოკებით, ავტომატის კონდახებით და სხვა ნივთებით სცემდნენ.

შოკისმომგვრელი კადრები: გაფრთხილება: ფოტოები შეიცავს მძიმე კადრებს (ფოტო +18).

მარკუს იამი აღნიშნავს, რომ ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, ათამდე ადამიანი დაიჭრა. დაშავდნენ ქალები და ბავშვები.

დაზიანება მიიღო თავად ფოტოგრაფმაც. მისი თქმით, მას ფეხებში მათრახი მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს "თალიბანმა" ქაბული აიღო. ქალაქის აეროპორტს ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი მიაწყდა. პარალელურად, აშშ და დასავლეთის რიგი ქვეყნები ქაბულში საელჩოებს ხურავენ და პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S