Accentnews.ge
მავრიტანიის სანაპიროსთან ათობით მიგრანტი დაიკარგა

მავრიტანიის სანაპიროსთან ათობით მიგრანტი დაიკარგა

18/08/2021 09:21:50 მსოფლიო

გაერო-ს საიმიგრაციო სამსახურის ინფორმაციით, მავრიტანიის სანაპიროსთან ძრავის გაუმართაობის გამო ჩაძირული ნავის შედეგად 47 ადამიანი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი ითვლება დაკარგულად.

54 ადამიანით დატვირთული ნავი დასავლეთ საჰარიდან, ლააიუნიდან კანარის კუნძულების მიმართულებით მიემართებოდა. მაშველებმა შვიდი მიგრანტის გადარჩენა შეძლეს.

მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 31 ივლისამდე, დასავლეთ საჰარიდან ემიგრირებულმა 7 500-ზე მეტმა ადამიანმა მიაღწია კანარის კუნძულების სანაპირომდე, რაც ესპანეთი მთავრობის მონაცემებით გასული წლის პერიოდთან შედარებით 136%–ით მეტია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S