
"ხელისუფლება ოპოზიციის ოპოზიციაში წავიდა და პარტიზანული ბრძოლა გააჩაღა"
30/07/2019 12:28:49 ციტატა
"ხელისუფლება ოპოზიციის ოპოზიციაში წავიდა და პარტიზანული მეთოდებით ცდილობს, ხელისუფლება დაიბრუნოს. აბსოლუტურ აბსურდში ჩავარდნენ. ფაქტობრივად გვეუბნებიან, რომ კი, ქვეყანაში ბევრი პრობლემააა, მაგრამ მე რა ვქნა? მაქვს მარტო ძალოვანი უწყება, კვირაში 4–4 კაცს დავიჭერ, TBC ბანკს დავანგრევ...ყველაფერი მინახავს, მაგრამ ხელისუფლება წასულიყოს ოპოზიციის ოპოზიციაში და იქიდან გაეჩაღებინოს პარტიზანული ბრძოლა, ასეთი არაფერი მინახავს. უცხოელებს რომ ვუყვები, არც იჯერებენ".
ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიციის შეფასებისას განაცხადა. მმართველი გუნდი ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკირებს.