ამერიკელი გენერალი: "თუ „თალიბანი“ ქაბულიდან ევაკუაციის პროცესში ჩაერევა, აშშ–ის პასუხი იქნება გამანადგურებელი"
18/08/2021 08:06:30 მსოფლიო
"თუ „თალიბანი“ ქაბულიდან ევაკუაციის პროცესში ჩაერევა, აშშ–ის პასუხი იქნება გამანადგურებელი", – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა გენერალმა ფრენკ მაკკენზიმ განაცხადა.
მაკკენზის თქმით, ვაშინგტონი ჩვენ ყველა ღონისძიებას ახორციელებს უსაფრთხო და ეფექტური გასვლისთვის.
მოგვიანებით, თეთრი სახლის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ ავღანეთში სიტუაციასთან დაკავშირებით ბაიდენის ადმინისტრაცია "თალიბანთან" კონტაქტზეა:
"კონტაქტზე ვართ "თალიბანთან", რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნიდან პერსონალის უსაფრთხო გასვლა".
შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს "თალიბანმა" ქაბული აიღო. პარალელურად, აშშ და დასავლეთის რიგი ქვეყნები ქაბულში საელჩოებს ხურავენ და პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ.


