საველე ჰოსპიტლების მოწყობას რეგიონებშიც არ გამორიცხავენ
18/08/2021 07:54:01 საზოგადოება
საველე ჰოსპიტლები შესაძლოა, საქართველოს რეგიონებშიც მოეწყოს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას აცხადებს, ამ დროისთვის საველე ჰოსპიტალი თბილისშია მოწყობილი, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა, საველე ჰოსპიტლები რეგიონებშიც განთავსდეს.
"ჯერ საველე ჰოსპიტლები თბილისშია, თუმცა, რა თქმა უნდა, გეგმა არსებობს, რომ თუ საჭირო იქნება, სხვაგანაც შესაძლებელია ამის გაკეთება",- აღნიშნავს გაბუნია.
ცნობისთვის: თბილისში, დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ დარბაზში პირველი საველე ჰოსპიტალი 15 აგვისტოს მოეწყო. მასში 500-მდე საწოლია გაშლილი.
მეორე საველე ჰოპსიტალი კი, თბილისში, სამგორში, ტექნიკური გადამზადების ცენტრში ახალი საველე ჰოსპიტალი ეწყობა. ჰოსპიტალში, დაახლოებით, 150 საწოლია, რაც თავდაცვის უწყებამ ჯანდაცვის სამინისტროს გამოუყო. ადგილზე, ჯერ–ჯერობით, მხოლოდ საწოლებია განლაგებული და არ არის სამედიცინო ინვენტარი.
- ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5 914 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 3 316 პირი გამოჯანმრთელდა, 49 პაციენტი გარდაიცვალა.


