Accentnews.ge
"სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ"

"სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ"

18/08/2021 07:42:58 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ.

„მინდა მადლობა გადავუხადო მთელს სამედიცინო საზოგადოებას, ყველა ჰოსპიტალს, ექიმებს, რომელიც ამ პროცესში პირველივე დღიდან არიან ჩართულნი. მინდა აღვნიშნო, რომ არაერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის მცდელობა, სამთავრობო გუნდი და ექიმები ერთმანეთს დაუპირისპირონ. ეს შეეხება ექიმების ანაზღაურებას თუ მათ მიმართ მადლობის გადახდას. ჩვენ რამდენიმე თვეა, თითქმის წელიწადია, რაც ექიმებს ვაძლევთ დანამატებს, რაც გაწერილია და საკმაოდ მაღალია მთელი სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება. დამატებით, საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან, გუშინ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სასწრაფო დახმრების ექიმებს, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, მათ სახელმწიფოს მხრიდან გაეცემათ 500-ლარიანი დანამატი, იმის მიუხედავად რომელ რეგიონში არიან დასაქმებულები“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S