კორონავირუსით 7 თვის ორსული გარდაიცვალა
18/08/2021 07:41:28 საზოგადოება
საქართველოში კოვიდინფიცირებული 7 თვის ორსული გარდაიცვალა. იგი ბოკერიას სახელობის კლინიკაში მკურნალობდა.
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, "ექიმებმა მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა შედეგი არ დადგა":
"რა თქმა უნდა, გართულების მიზეზი არის სხვადასხვა. აქ არ არის ექიმების ან კლინიკის კვალიფიკაციაზე საუბარი. როგორც წესი, დაავადება მიმდინარეობს არაერთგვაროვნად და ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ვაკვირდებით, რომ ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება. ყველა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში ყველა ექიმი მაქსიმალურადაა ჩართული. დარწმუნებული ვარ, ექიმებმა გააკეთეს მაქსიმუმი, თუმცა შედეგი არ დადგა".
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5 914 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 3 316 პირი გამოჯანმრთელდა, 49 პაციენტი გარდაიცვალა.


