Accentnews.ge
"კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების გავრცელების ტემპი კვლავაც მაღალია, სტაბილიზაციის ნიშნები არც ერთ რეგიონში არ არის"

"კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების გავრცელების ტემპი კვლავაც მაღალია, სტაბილიზაციის ნიშნები არც ერთ რეგიონში არ არის"

18/08/2021 07:31:53 საზოგადოება

კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების გავრცელების ტემპი კვლავაც მაღალია, სტაბილიზაციის ნიშნები არც ერთ რეგიონში არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პრევენციული ზომები ზედმიწევნით, მკაცრად უნდა იყოს დაცული:

"გასული 24 საათის განმავლობაში ისევ 6000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, სამწუხაროდ, 49 გარდაცვალება. შემთხვევების გავრცელების ტემპი, კვლავაც მაღალია. როგორც იკვეთება, სტაბილიზაციის ნიშნები არ არის არც ერთ რეგიონში, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს პრევენციული ზომების ზედმიწევნით, მკაცრად დაცვის აუცილებლობაზე. სავალდებულოა პირბადის გამოყენება ყველა სივრცეში, ძალაში რჩება ის რეგულაციები, რაც მოქმედებდა. განსაკუთრებით სოციალური ღონისძიებების შეზღუდვა".

როგორც მან აღნიშნა, ვაქცინაციაზე მოქალაქეების აქტიურობა მაღალ დონეზე ნარჩუნდება.

"დაახლოებით, 25 000 აცრა ტარდება ყოველდღიურად", – განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5 914 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 3 316 პირი გამოჯანმრთელდა, 49 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 914 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 2 298 შემთხვევა,
  • აჭარა - 877,
  • იმერეთი - 789,
  • ქვემო ქართლი - 355,
  • შიდა ქართლი - 318,
  • გურია - 188,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 313,
  • კახეთი - 452,
  • მცხეთა-მთიანეთი - 140,
  • სამცხე-ჯავახეთი - 122,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 62.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 57 312 საიდანაც: 7 029 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 122, აჭარაში - 945, იმერეთში - 1 025. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 461 პირი, მათ შორის, თბილისში - 620, აჭარაში - 146, იმერეთში - 333. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 327 პირი, მათგან თბილისში - 198, აჭარაში - 23, იმერეთში - 19. 3 450 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 633 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 46 833 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 73, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 6 ოქტომბრიდან - 17 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 051 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 513 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 26 617, პირი, აჭარაში - 7 566, იმერეთში - 4 735.

  • ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის ბოლო შვიდი დღის მაჩვენებელია: 11.09%.
  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 496 376 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 432 506 პირი გამოჯანმრთელდა, 6 532 პაციენტი გარდაიცვალა.
  • სულ აცრილია 857 056 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 241.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S