Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრი: "დღეიდან საველე ჰოსპიტალი უკვე მზადაა პაციენტების მისაღებად"

ჯანდაცვის მინისტრი: "დღეიდან საველე ჰოსპიტალი უკვე მზადაა პაციენტების მისაღებად"

18/08/2021 07:20:49 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეიდან დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე საველე ჰოსპიტალი პაციენტების მისაღებად მზადაა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საველე ჰოსპიტალში პაციენტებს მას შემდეგ მიიღებენ, როდესაც ჰოსპიტალური რესურსი საკმარისი აღარ იქნება:

"საველე ჰოსპიტალი დღეიდან უკვე მზადაა პაციენტების მისაღებად, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით დავრჩეთ ჰოსპიტალურ სექტორში. ზუსტად ვიაზრებ, თუ რამხელა ემოციურ სტრესს წარმოადგენს ეს პაციენტისთვის, ვინაიდან მსგავსი ჰოსპიტალი საქართველოში არასდროს არ ყოფილა გაშლილი, იმ საომარ პირობებშიც კი, რომელიც საქართველოს არაერთხელ ჰქონია".

რაც შეეხება სამგორში გაშლილ საველე ჰოსპიტალს, მინისტრი ამბობს, რომ ეს სივრცე არ უნახავს და პაციენტების მიღება მხოლოდ დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე საველე ჰოსპიტალშია დაგეგმილი:

"სამგორში გაშლილი სივრცე მე არ მინახავს. შესაბამისად, სამგორთან დაკავშირებით ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილია პაციენტების მომსახურება კონკრეტულად ამ ლოკაციაზე".

დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ დარბაზში პირველი საველე ჰოსპიტალი 15 აგვისტოს მოეწყო. მასში 500-მდე საწოლია გაშლილი.

მორე საველე ჰოპსიტალი კი, თბილისში, სამგორში, ტექნიკური გადამზადების ცენტრში ახალი საველე ჰოსპიტალი ეწყობა. ჰოსპიტალში, დაახლოებით, 150 საწოლია, რაც თავდაცვის უწყებამ ჯანდაცვის სამინისტროს გამოუყო. ადგილზე, ჯერ–ჯერობით, მხოლოდ საწოლებია განლაგებული და არ არის სამედიცინო ინვენტარი.

  • ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5 914 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 3 316 პირი გამოჯანმრთელდა, 49 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S