Accentnews.ge
რომის პაპი მსოფლიოს ყველა მოქალაქეს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს

რომის პაპი მსოფლიოს ყველა მოქალაქეს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს

18/08/2021 06:46:30 მსოფლიო

რომის პაპი ფრანცისკე მსოფლიოს ყველა მოქალაქეს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

„ღვთის წყალობითა და მრავალი ადამიანის მუშაობის წყალობით, ჩვენ ახლა გვაქვს ვაქცინები, რომლებიც დაგვიცავს კოვიდ-19- ისგან. ისინი გვაძლევენ პანდემიის დასრულების იმედს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და ერთად ვიმუშავებთ“, - აცხადებს პაპი ვიდეო მიმართვაში.

მისი თქმით, „ვაქცინაცია არის მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი გზა საერთო სიკეთის პოპულარიზაციისა და ერთმანეთზე ზრუნვისთვის".

თავად რომის პაპი მიმდინარე წლის მარტში აიცრა, განაცხადა რა, რომ ეს მისი ეთიკური ვალდებულება იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S