მოქალაქეთა ნაწილს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ბინაზე მიაკითხავენ
18/08/2021 05:50:20 საზოგადოება
მოქალაქეთა ნაწილს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ბინაზე მიაკითხავენ.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, იმ მოქალაქეებს, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ.
„ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის დარეკეთ "ცხელ ხაზზე" – 1522. ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან“, – აცხადებენ სამინისტროში.


