Accentnews.ge
ქაბულში მყოფი 22 ქართველიდან ამ დროისთვის სამშობლოში 6 პირის დაბრუნება მოხერხდა

ქაბულში მყოფი 22 ქართველიდან ამ დროისთვის სამშობლოში 6 პირის დაბრუნება მოხერხდა

18/08/2021 05:13:28 საზოგადოება

ქაბულში მყოფი 22 ქართველიდან ამ დროისთვის სამშობლოში 6 პირის დაბრუნება მოხერხდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოყვანილი მოქალაქეები ავღანეთში კერძო კონტრაქტით იმყოფებოდნენ და ამერიკულ კომპანიაში მუშაობდნენ. ისინი სამშობლოში უნგრული ბორტით ჩამოვიდნენ.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სხვა მოქალაქეების გამოყვანაზე მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, მთავარ პრობლემად მათი აეროპორტამდე მიყვანა რჩება. როდის დაბრუნდებიან საქართველოს დანარჩენი მოქალაქეები ჯერ–ჯერობით უცნობია.

ცნობისთვის: ავღანეთს 16 აგვისტოს შემდეგ "თალიბანი" აკონტროლებს. პარალელურად, მიმდინარეობს ქაბულში მდებარე აშშ–ისა და ევროპის ქვეყნების საელჩოებიდან პერსონალის ევაკუაცი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S