Accentnews.ge
"ევროკავშირს მოუწევს "თალიბანთან" მოლაპარაკება, ამის გარეშე ავღანელი პერსონალის აეროპორტამდე მიყვანა რთული იქნება"

"ევროკავშირს მოუწევს "თალიბანთან" მოლაპარაკება, ამის გარეშე ავღანელი პერსონალის აეროპორტამდე მიყვანა რთული იქნება"

17/08/2021 19:04:32 მსოფლიო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ორგანიზაციას მოუწევს "თალიბანთან" მოლაპარაკების წარმოება, რადგან აღნიშნულის გარეშე ავღანელი პერსონალის აეროპორტამდე მიყვანა რთული იქნება.

"ევროკავშირი უნდა ესაუბროს "თალიბანს", რადგან მათ მოიგეს ომი ავღანეთში. ევროკავშირს სურს, მის ქვეყნებთან მომუშავე დაახლოებით 400 ავღანელისა და მათი ოჯახების ევაკუაცია განახორციელოს. თალიბებთან მოლაპარაკების გარეშე ამის გაკეთება რთული იქნება", – განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, ევაკუირებული ავღანელები ესპანეთში ჩავლენ და შემდგომ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილდებიან.

"ბრიუსელი ჩაერთვება მოლაპარაკებებში "თალიბანთან" როგორც კი ამის აუცილებლობა დადგება", – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს "თალიბანმა" ქაბული აიღო. პარალელურად, აშშ და დასავლეთის რიგი ქვეყნები ქაბულში საელჩოებს ხურავენ და პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S