Accentnews.ge
თბილისში კიდევ ერთი სივრცე იხსნება, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია შეეძლებათ

თბილისში კიდევ ერთი სივრცე იხსნება, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია შეეძლებათ

17/08/2021 18:00:45 საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის - სეუს ტერიტორიაზე მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი 18 აგვისტოდან გაიხსნება.

მისი ცნობით, ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება „ფაიზერის,“ „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებით.

აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის.

"ვაქცინაციის ცენტრი ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს მისამართზე, წინანდლის N9", - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 13 აგვისტოდან თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გავლის გარეშე არის შესაძლებელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S