Accentnews.ge
ქაბულში ქალებმა საკუთარი უფლებებისთვის აქცია გამართეს

ქაბულში ქალებმა საკუთარი უფლებებისთვის აქცია გამართეს

17/08/2021 13:44:43 მსოფლიო

ქაბულში ავღანელი ქალების მცირე ჯგუფმა უფლებების დასაცავად საპროტესტო აქცია მოაწყო. შესაბამის ვიდეოს NBC-ს კორესპონდენტი რიჩარდ ენგელი ავრცელებს.

"მამაცი ავღანელი ქალები თავიანთი უფლებებისთვის საპროტესტო აქციას აწყობენ. "მუშაობა, განათლება და მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველა ქალის უფლებაა", - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 16 აგვისტოს "თალიბანმა" ქაბული აიღო. "თალიბანი" ამტკიცებს, რომ შურისძიებას არ აპირებს და სახელმწიფო მოხელეებისთვის "საყოველთაო ამნისტიასაც" გამოაცხადებს.

თალიბანის მიერ ავღანეთის დაკავების შემდეგ ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რა ბედი ეწევათ ქალებს. ბოლო თვეებში "თალიბანმა" პროვინციებში გოგოებისთვის სკოლები უკვე დახურა, ქალებს კი ეჭვი ეპარებათ, რომ სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას ან სწავლის გაგრძელებას შეძლებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S