Accentnews.ge
თამარ გაბუნია განმარტავს, როდის შეიძლება, დაიწყოს საქართველოში მოზარდების ვაქცინაცია

თამარ გაბუნია განმარტავს, როდის შეიძლება, დაიწყოს საქართველოში მოზარდების ვაქცინაცია

17/08/2021 13:32:04 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში მოზარდების ვაქცინაცია დაიწყება მაშინ, როდესაც იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი რეკომენდაცია.

„ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვაქცინის სხვადასხვა მწარმოებელთან, COVAX-თან მოლაპარაკებები არც შეჩერებულა. რა თქმა უნდა, იგეგმება ვაქცინის დამატებითი დოზების შეძენა. რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი მუშაობს ჩვენთან ერთად, რათა დამატებითი დოზების მობილიზაცია მოხდეს. ევროკავშირის ქვეყნები აქტიურად განიხილავენ დონაციის შესაძლებლობას. ეს ყველაფერი ჯამში შექმნის იმის პირობას, რომ ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინები ქვეყანაში კიდევ შემოვიდეს, რათა ჩვენ გავაფართოვოთ ჩვენი სამიზნე კონტინგენტის მოცვა და ვისაუბროთ მოზრდილი მოსახლეობის 80%-იც მოცვაზე. როგორც კი იქნება ჯანმო–ს შესაბამისი რეკომენდაცია მოზარდების ვაქცინაციის დაწყებაზე, ეს რეკომენდაციაც იქნება გათვალისწინებული“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S