Accentnews.ge
ათენთან კვლავ უკონტროლო ცეცხლი მძვინვარებს, სოფლებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

ათენთან კვლავ უკონტროლო ცეცხლი მძვინვარებს, სოფლებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

17/08/2021 12:39:04 მსოფლიო

საბერძნეთში კვლავ ტყის ხანძრებს ებრძვიან. ათენის შემოგარენში ამ დროისთვის უკონტროლო ცეცხლია, რის გამოც რამდენიმე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ცეცხლის ორი აქტიური კერა დედაქლაქის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში ფიქსირდება. კერძოდ, ერთი კერა დედაქალაქის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ ლავრიოსთან, ტყეში გაჩნდა. ქალაქი ათენიდან 60კმ–ში მდებარეობს. ხანძრის ჩაქრობის პროცესში 100–მდე მეხანძრე, 6 სპეცთვითმფრინავი და 6 ვერტმფრენია ჩართული. ხანძრის მეორე კერა კი ათენის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ვილიასთან მძვინვარებს. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში როგორც ცოცხალი ძალა, ისე 5 სპეცთვითმფრინავი და 5 ვერტმფრენია ჩართული. სოფელი ათენიდან 50კმ–ში მდებარეობს.

ხელისუფლების განცხადებით, ცეცხლის კვლავ გაღვივებას ძლიერმა ქარმა შეუწყო ხელი.

მსხვერპლის შესახებ ცნობები ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ტყის ხანძრები ივლისის ბოლოდან 13 აგვისტომდე პერიოდში მძვინვარებდა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლმა გაანადგურა, მათ შორის სახლები, ავტომობილები, ცხოველები და ზეთისხილის ბაღები. ოფიციალური ინფორმაციით, ივლისის ბოლოდან 13 აგვისტომდე ქვეყანაში ხანძრის 600–ზე მეტი კერა გაჩნდა. ცეცხლმა ყველაზე მეტად ათენის ჩრდილოეთ ნაწილი, კუნძულ ევია და პელოპონესი დააზიანა.

ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში ტყის ხანძრების გაჩენიდან დღემდე (ივლისის ბოლოდან დღემდე) 60 000–ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 10 აგვისტოს პრემიერ მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა მთავრობის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ დანგრეული ან დაზიანებული სახლების მფლობელები მიიღებენ 150,000 ევრომდე (176,000 აშშ დოლარი) სახელმწიფო კომპენსაციას, გადახდები მომავალი კვირიდან დაიწყება. მისივე თქმით, სახელმწიფო დაზარალებულ ბიზნესსა და ფერმერებსაც დაეხმარება.

13 აგვისტოს ქვეყანაში წვიმა მოვიდა, რომლის წყალობით მეხანძრეები ცეცხლის ყველა კერას აკონტროლებდნენ. თუმცა ბოლო 3 დღეა, ქვეყანაში ჰაერის კვლავ მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქალი ფიქსირდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S