Accentnews.ge
თურქეთი ავღანეთში არსებულ ყველა მხარესთან, მათ შორის „თალიბანთან“ გააგრძელებს მოლაპარაკებებს

თურქეთი ავღანეთში არსებულ ყველა მხარესთან, მათ შორის „თალიბანთან“ გააგრძელებს მოლაპარაკებებს

17/08/2021 11:33:12 მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ანკარა ავღანეთში არსებულ ყველა მხარესთან, მათ შორის „თალიბანთან“ გააგრძელებს მოლაპარაკებებს.

"მივესალმებით "თალიბანის" გზავნილებს დიპლომატიური მისიებისა და უცხოელების, მათ შორის თურქების ხელშეუხებლობის თაობაზე. ვიმედოვნებთ, ამას მათ ქმედებებში დავინახავთ", – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მისივე თქმით, თურქეთი გააგრძელებს ავღანეთში ეკონომიკური განვითარების, სტაბილურობის, მშვიდობის და წესრიგის მხარდაჭერას.

"ამ დროისთვის თურქეთი მუშაობს როგორც მისი, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეების ავღანეთიდან ევაკუაციაზე", – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S