Accentnews.ge
"ფეისბუქი" "თალიბანისა" და მის მხარდამჭერ კონტენტს კრძალავს

"ფეისბუქი" "თალიბანისა" და მის მხარდამჭერ კონტენტს კრძალავს

17/08/2021 10:45:05 მსოფლიო

"ფეისბუქის" განცხადებით, თავის პლატფორმებზე "თალიბანისა" და მის მხარდამჭერ კონტენტს კრძალავს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ ჰყავთ ავღანელი ექსპერტები, რომლებიც მსგავსი კონტენტის გამოვლენასა და წაშლაზე იზრუნებენ.

"თალიბანს", როგორ ტერორისტულ ორგანიზაციას, აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად სანქციები აქვს დაწესებული, და სახიფათო ორგანიზაციების პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ შევუზღუდავთ ჩვენს სერვისებზე წვდომად. ეს ნიშნავს, რომ წაიშლება ანგარიშები, რომელსაც მართავენ "თალიბები" ან მათი სახელით იმართება, ასევე, იკრძალება მათი მხარდაჭერა", - განაცხადა BBC-სთან საუბრისას "ფეისბუქის" წარმომადგენელმა.

კომპანიაში დააზუსტეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გავრცელდება ყველა პლატფორმაზე, მათ შორის "Instagram"-სა და "WhatsApp"-ზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S