აჭარის რეგიონში განათლების სისტემის თანამშრომელთა მასობრივი ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება
17/08/2021 10:38:10 საზოგადოება, რეკლამა
აჭარის რეგიონში განათლების სისტემის თანამშრომელთა მასობრივი ვაქცინაციის პროცესი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აქტიურად გრძელდება.
ქედის მუნიციპალიტეტში პედაგოგების ვაქცინაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე დაესწრნენ.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა პედაგოგებს აქტიურობისათვის და აღნიშნა, რომახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა. სწორედ ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება ამ მიზნის მისაღწევად.


